უკრაინელ მსჯავრდებულებს ომში მსახურობას სთავაზობენ - ზელენსკიმ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა

უკრაინელ მსჯავრდებულებს ომში მსახურობას სთავაზობენ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. სურვილის არსებობის შემთხვევაში პატიმრები სპეციალურ ქვედანაყოფში იმსახურებენ. იმისთვის რომ მსჯავრდებული ომში გაუშავან, მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზეე გამოცხადდება პირობით-ვადამდელი გათავისუფლების აქტი, შემდეგ კი პატიმრებს კონტრაქტზე ხელის მოწერას შესთავაზებენ. რადას ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, პატიმრებს ჯარში წასასვლელად სამედიცინო დასკვნა და მეთაურების თანხმობაც დასჭირდებათ.