რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ნეაპოლში
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა ნეაპოლში. იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ქუჩებში საქართველო-ევროკავშირის დროშებითა და ანტირუსული ბანერებით გავიდნენ.
"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - სკანდირებდნენ ქართველები. ემიგრაციაში მცხოვრები ქართველები სოლიდარობას უცხადებენ იმ ახალგაზრდა მომიტინგეებს, ვისაც ხელისუფლება რუსთაველის გამზირზე რუსული მეთოდებით უსწორდება და არბევს.
"ჩემი შვილის ნათელი მომავლისთვის კარის ჩაკეტვას ვაპროტესტებ და საქართველოს ჭაობისკენ გაქანებას. ეს არის ყველა ჩვენგანის ტკივილი"- ამბობენ ემიგრანტები.