სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა - ამის შესახებ Reuters სლოვაკეთის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც უახლოეს დღეებში მისი გადაყვანა დედაქალაქ ბრატისლავაში არ იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს 15 მაისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ინციდენტი, ქალაქ ჰანდლოვაში, ადგილობრივი კულტურის სახლის წინ მოხდა, სადაც ფიცო მხარდამჭერებთან შესახვედრად მივიდა.