აფეთქებები რუსეთში - დრონებით იერიში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და აეროდრომზე მიიტანეს

19.05.24 10:42
აფეთქებები რუსეთში - დრონებით იერიში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და აეროდრომზე მიიტანეს

გასულ ღამეს რუსეთზე დრონებით შეტევა გახორციელდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია ყირიმზე თავდასხმის შესახებ, შემდეგ კი რუსული პროპაგანდისტული არხები იტყობინებოდნენ თავდასხმების შესახებ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე სლავიანსკ-კუბანში და კრასნოდარის ტერიტორიის აეროდრომზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ღამით საჰაერო თავდაცვამ 9 ATACMS რაკეტა და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ყირიმის თავზე გაანადგურა, 3 უპილოტო საფრენი აპარატი კი ბელგოროდის რეგიონში გაანეიტრალა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრასნოდარის ტერიტორიის თავზე 57 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

რუსეთის ხელისუფლების ცნობით, სლავიანსკ-კუბანში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ერთი დრონი ჩამოვარდა, თუმცა ხანძარი არ დაფიქსირებულა. ამასთან, Astra Telegram-ის არხი, ადგილობრივ მოსახლეობაზე მითითებით, ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქებების შესახებ წერს.

გარდა ამისა, ქალაქის მაცხოვრებლებმა ლენინგრადის რეგიონში ძლიერი აფეთქების შესახებ განაცხადეს. მათი ცნობითმ ხანძარი ვიბორგშ, ნავთობის საცავში გაჩნდა. 

ამავდროულად, მოგვიანებით ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე დროზდენკომ ამტკიცებდა, რომ ნავთობის საცავში ცეცხლი პიროტექნიკის გამოყენების შედეგად გაჩნდა.

გარდა ამისა, სოფელ კუშჩევსკაიას მაცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ მათ უპილოტო საფრენი აპარატის ხმები გაიგეს, შემდეგ კი სამხედრო აეროდრომის მიდამოში 40-ზე მეტი აფეთქება მოხდა. 

მსგავსი სიახლეები