ირანის პრეზიდენტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა
ირანის პრეზიდენტი ავიაკასტროფაში დაიღუპა. იბრაჰიმ რაისთან ერთად ნაპოვნია კიდევ რვა ადამიანის ცხედარი. გარდაცვლილებს შორისაა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიც. ვერტმფრენი გუშინ თეირანიდან 600 კილომეტრშიი ჩამოვარდა. რაისი სამშობლოში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანიდან ბრუნდებოდა.
სახელმწიფო მედიის ცნობით, კატასტროფის მიზეზი უამინდობა გახდა. თეირანის ჯალათად წოდებული იბრაჰიმ რაისი 63 წლის იყო. ეს მეტსახელი მსს 1980-იან წლებში შეარქვეს, როცა პოლიტ პატიმრები სიკვდილით დასაჯა.
რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ საერთაშორისო მედიის ინტერესის საგანია თუ ვინ შეცვლის ირანის უზენაეს ლიდერს, 85 წლის აია-თოლა ალი ხამეინს, რომლის ჯანმრთელობა ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაუარესებულია.