"ოცნების" შავი ორშაბათი - პირველად ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორიაში ამერიკის კონგრესი სანქციებზე მსჯელობას იწყებს

20.05.24 20:30
"ოცნების" შავი ორშაბათი - პირველად ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორიაში ამერიკის კონგრესი სანქციებზე მსჯელობას იწყებს

"ოცნების" შავი ორშაბათი - დროის ათვლა დაწყებულია. პირველად ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორიაში ამერიკის კონგრესს სანქციების პაკეტი წარედგინება. კანონპროექტი ითვალისწინებს ხელისუფლების ყველა იმ მაღალჩინოსნის იდენტიფიცირებას, ვინც რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელია. ანუ, ამ სიაში, სავარაუდოდ, ავტომატურად მოხვდება ის 84 დეპუტატიც, რომლებმაც ანტიევროპულ კანონს მხარი დაუჭირეს.

ასევე სანქციები გავრცელდება იმ პირებზე, ვინც ადამიას უფლებათა დარღვევაში არიან მხილებული. ანუ, იმ პოლიციელებზე, ვინც აქციის მონაწილეების სასტიკი დარბევის განკარგულებებს გასცემდა. საუბარია შეერთებულ შტატებში გადაადგილების აკრძალვაზე და ფინანსურ შეზღუდვებზე. კანონპროექტს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე - ჯო უილსონი წარადგენს. კონგრესმენი ამბობს, რომ საქართველოს პრორუსული ხელისუფლება პატრიოტი ქართველების წინააღმდეგ მიდის და ამერიკამ დემოკრატიული პრინციპები უნდა დაიცვას.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები