ანალენა ბერბოკი კიევშია
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი კიევშია. ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ იყო ცნობილი.
Der Spiegel-ის ცნობით, ბერბოკმა გააჟღერა მოწოდება საერთაშორისო მხარდაჭერის გაზრდაზე საჰაერო თავდაცვის სფეროში.
უკრაინაში ვითარება კვლავ მკვეთრად გაუარესდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსული ავიაციის მასიური თავდასხმების და ხარკოვის რაიონში რუსეთის შეტევის გამო", - თქვა ბერბოკმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას ომის დაწყების შემდეგ მეხუთედ სტუმრობს.