EU-ს ქვეყნები რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინის დასახმარებლად გამოიყენონ - ინფორმაცია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა.
"დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან შემოსული თანხა უკრაინის სასარგებლოდ მიმართონ. მხოლოდ წელს ეს შეიძლება იყოს 74 მილიარდი [ჩეხური] კრონამდე [3,26 მილიარდი აშშ დოლარი]" - წერს -იან ლიპავსკი X-ზე.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივი წარმომადგენლობაც ავრცელებს.
"ევროკავშირის საბჭომ დაადასტურა თანხმობა რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის იმობილიზებული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებაზე.
მოსალოდნელია, რომ წლიური შემოსავალი იქნება დაახლოებით 2,5-დან 3 მილიარდ ევრომდე. მოსალოდნელი შემოსავლის 90% გამოყენებული იქნება სამხედრო მიზნებისთვის უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად", - აცხადებს ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივ წარმომადგენლობა.