რუსეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

მედიის ცნობით, რუსეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. საქართველოს მოქალაქეებს Mi-8 ტიპის ვერტმფრენებიდან, სათადარიგო ნაწილების ქურდობას ედავებიან. განიხილება ვერსია, რომ დანიშნულება უკრაინა იყო.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ფაქტი სარატოვ ენგელსის სარემონტო ქარხანაში მოხდა, მოპარული საქონელი კი კუსკოვსკაიას ქუჩაზე, ავტოფარეხში იპოვეს.
საქართველოს მოქაალაქეებთან ერთად დაკავებულია რუსული პასპორტების მქონე ცოლ-ქმარიც.