ენტონი ბლინკენი მოლდოვასა და ჩეხეთს ეწვევა

ენტონი ბლინკენი მოლდოვასა და ჩეხეთს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ბლინკენი პრაღაში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, იან ლიპავსკის შეხვდება და თავდაცვის მოდერნიზაციის, ენერგეტიკული კავშირების გაღრმავებისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებს განიხილავს.
„კიშინიოვში, მდივანი ბლინკენი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება, რათა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტუროს“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენი კიშინიოვსა და პრაღას 28-31 მაისს ეწვევა.