ზელენსკის ლეგიტიმურობა ამოიწურა - პუტინი

ვლადიმირ პუტინი, რომელიც ქვეყანას უკვე მეხუთე ვადით მართავს, ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობა "ამოიწურა". ამის შესახებ მან მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პუტინი კვლავ ირწმუნება, რომ რუსეთი მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს, თუმცა, მისივე თქმით, იურიდიული ვალდებულებების ხელმოწერამდე მოსკოვმა უნდა გაიგოს, "ვისთან უნდა ჰქონდეს საქმე".
პუტინმა ასევე დაამატა, რომ კონფერენცია, რომელიც ზაფხულში შვეიცარიაში ჩატარდება და უკრაინაში მშვიდობას შეეხება, მიზნად ისახავს ზელენსკისთვის დასავლეთის მიერ ლეგიტიმურობის დადასტურებას.