ფაშინიანის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა (ვიდეო)
პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ვერტმფრენი ქალაქ ვანაძორში ავარიულად დაეშვა.
ამის შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალა თავად ფაშინიანმაც გაავრცელა სოციალურ ქსელში და დაწერა, რომ ის თავს კარგად გრძნობს.
ავარიულად დაშვების სავარაუდო მიზეზად უამინდობა დასახელდა.