დროა NATO-ს წევრები კიევისთვის მიცემულ იარაღზე შეზღუდვების მოხსნაზე დაფიქრდნენ - სტოლტენბერგი

25.05.24 13:47
 დროა NATO-ს წევრები კიევისთვის მიცემულ იარაღზე შეზღუდვების მოხსნაზე დაფიქრდნენ - სტოლტენბერგი

 დროა NATO-ს წევრები კიევისთვის მიცემულ იარაღზე შეზღუდვების მოხსნაზე დაფიქრდნენ - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგის განცხადებმა განაცხადა.

იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ზოგიერთმა მოკავშირემ შეზღუდვები უკვე გააუქმა და იმედი გამოთქვა, რომ მალე მათ სხვებიც შეუერთდებიან.

დრო მოვიდა მოკავშირეებისთვის დრო მოვიდა, რომ დაფიქრდნენ უკრაინისთვის გადაცემულ იარაღებზე დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვის მოხსნაზე. განსაკუთრებით ახლა, როცა მრავალი ბრძოლა მიმდინარეობს ხარკოვში, საზღვრის მახლობლად, უკრაინისთვის უარის თქმა ამ იარაღების რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენებაზე მათთვის თავდაცვას ართულებს... მე ვთქვი, რომ დრო მოვიდა მოკავშირეები დაფიქრდნენ, არის თუ არა დრო ამ შეზღუდვების მოსახსნელად, რადგან ეს უკრაინელებისთვის თავდაცვას ართულებს. უნდა გვახსოვდეს ეს რაა. ეს არის აგრესიული ომი. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს. ეს მოიცავს რუსეთში მდებარე სამხედრო სამიზნეებზე დარტყმასაც. ზოგიერთმა მოკავშირემ ეს შეზღუდვა უკვე მოხსნა და მისცა უფლება გამოეყენებინათ იარაღი სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ და მჯერა, რომ დრო მოვიდა სხვა მოკავშირეებიც ასე მოიქცნენ", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მსგავსი სიახლეები