რუსეთი აცხადებს, რომ ორიოლის ოლქში ნავთობსაცავზე დრონებით იერიში გახორციელდა

რუსეთის ფედერაციის ორიოლის ოლქის ქალაქ ლივნიში ნავთობის საცავზე დრონებით იერიში გახორციელდა. ინფორმაციას ორიოლის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი კლიჩკოვი ავრცელებს. მისი თქმით, დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა. ადგილზე ხანძარი გაჩნდა.
უკრაინული მედიის ცნობით, 27 მაისის ოპერაციის უკან უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო დგას. წყარომ უშიშროებისა და თავდაცვის ძალებიდან მედიას დაუდასტურა, რომ ლივნიში ნავთობის საცავში აფეთქებები GUR-ის უპილოტო თვითმფრინავებით გახორციელდა.
თავდასხმის შედეგები ზუსტდება.