ოკუპანტების მორიგი იერიში უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით

30.05.24 10:15
ოკუპანტების მორიგი იერიში უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით.

ყველა რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 19 რაკეტა და „შაჰედის“ ტიპის 32 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის თანახმად, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 7 ფრთოსანი რაკეტა და 32-ვე დრონი ჩამოაგდეს ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ოდესის, ხერსონის, ვინიცის და კიევის ოლქებში.

მსგავსი სიახლეები