თვითმფრინავის ძრავამ ადამიანი ჩაითრია და დაიღუპა - რა მოხდა ამსტერდამის აეროპორტში
ტრაგიკული შემთხვევა ამსტერდამის შიფჰოლის აეროპორტში - KLM Cityhopper-ის თვითმფრინავის ძრავამ ადამიანი ჩაითრია. ის დაიღუპა.
დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა ადამიანი "მოძრავი თვითმფრინავის ძრავში", ამ ეტაპზე უცნობია. KLM Royal Dutch Airlines-მა განაცხადა, რომ რეისი დანიის ქალაქ ბილუნდში მიფრინავდა.
ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი იძიებენ, თუ რამ გამოიწვია ინციდენტი.