რუსეთში, ალთაის რესპუბლიკაში პუტინის აგარაკი დაიწვა

ვლადიმერ პუტინს სავარაუდოდ აგარაკი გადაეწვა. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ალთაის რესპუბლიკაში მდებარე, რუსი დიქტატორის არაოფიციალურ რეზიდენციაში გაჩნდა.
ცეცხლმოკიდებული შენობის ფოტო-სურათები სოციალურ ქსელებში რუსმა ბლოგერებმა გამოაქვეყნეს. ამირ აირტაშევი წერს, რომ სწორედ ამ რეზინციაში მასპინძლობდა პუტინი იტალიის პრემიერ-მინისტრ ბერლუსკონისს 2015 წელს.