დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, რომელიც პარიზში ტერაქტს ამზადებდა - მედია

01.06.24 10:35
დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, რომელიც პარიზში ტერაქტს ამზადებდა - მედია

დაკავებულია რუსეთის 18 წლის მოქალაქე, რომელიც პარიზის ოლიმპიადისას ტერაქტს გეგმავდა -BFMTV-ის ცნობით, ჩეჩნური წარმოშობის ახალგაზრდა კაცი 22 მაისს, შიდა უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საფრანგეთში დააკავეს. 

მედიის ინფორმაციით, დაკავებული მაყურებლებზე და პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმას სტადიონ "ჟოფრუა გიშარზე" ამზადებდა, სადაც 2024 წლის ზაფხულს ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის მატჩები უნდა გაიმართოს. 

ირკვევა, რომ სავარაუდო დამნაშავეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს და ბრალი უკვე წაუყენეს. ჩხრეკისას გამომძიებლებმა რუსი მოქალაქის კომპიუტერში სენტ-ეტიენის სტადიონის ფოტო აღმოაჩინეს, ტელეფონში კი ამავე სტადიონის ვიდეო იყო ჩაწერილი.

მსგავსი სიახლეები