რუსეთმა "უცხოეთის აგენტების" რეესტრი გააფართოვა

01.06.24 10:41
რუსეთმა "უცხოეთის აგენტების" რეესტრი გააფართოვა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ "უცხოეთის აგენტების" რეესტრი განაახლა - "შავ სიაში" ჩამატებული პირები ჟურნალისტები, მედიასაშუალებები და უკრაინასთან საომრად მობილიზებულთა ცოლები არიან.

გამოცემა "მედუზას" ინფორმაციით, რუსეთში "უცხოეთის აგენტებად" შემდეგი იურიდიული და ფიზიკური პირები გამოაცხადეს:

  • ჟურნალისტი, პოლიტოლოგი და უფლებადამცველი მარინა ლიტვინოვიჩი;
  • ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ეკატერინა დუნცოვა;
  • მობილიზებულთა ცოლების დაფუძნებული მოძრაობა „გზა შინისკენ“;
  • მოძრაობის — „გზა შინისკენ“ — წევრი მარია ანდრეევა;
  • ინტერნეტგამოცემა Sota;
  • Sota-ს ფოტოგრაფი პაველ ივანოვი (ფსევდონიმი Partisan);
  • პროექტი „რესპუბლიკა“.

ცნობისთვის, რუსეთში „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი 2012 წელს მიიღეს. კანონის მიღებამ რუსეთში, ფაქტობრივად, გააქრო დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, სამოქალაქო ორგანიზაციები, ასევე შეზღუდა კონკრეტული ადამიანები. კანონი ამჟამად უკვე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს.