ისრაელი ჰამასის განადგურებამდე ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას არ დათანხმდება - ნეთანიაჰუ

01.06.24 17:57
ისრაელი ჰამასის განადგურებამდე ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას არ დათანხმდება - ნეთანიაჰუ

ისრაელი ჰამასის განადგურებამდე ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას არ დათანხმდება - ამის შესახებ განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა.

ნეთანიაჰუ არასწორს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ისრაელი ცეცხლის მუდმივ შეწყვეტის პირობას დათანხმდეს.

"ომის დასრულებისთვის ისრაელის პირობები არ შეცვლილა: ჰამასის სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობების განადგურება, ყველა მძევლის გათავისუფლება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა ისრაელისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს... მოსაზრება, რომ ჩვენ ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას ამ პირობების შესრულებამდე დავთანხმდებით, არასწორია", - წერს ნეთანიაჰუ განცხადებაში.

ცნობისთვის, 31 მაისს ჯო ბაიდენმა ღაზაში ომის დასასრულებლად სამეტაპიანი გეგმა წარადგინა და თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ „დროა ეს ომი დასრულდეს".

მსგავსი სიახლეები