ყველაფერი, რაც გაყინული კონფლიქტია, არის ომი - ნელი ომი, ან ნელი ოკუპაცია - ზელენსკი

01.06.24 19:35
ყველაფერი, რაც გაყინული კონფლიქტია, არის ომი - ნელი ომი, ან ნელი ოკუპაცია - ზელენსკი

ყველაფერი, რაც გაყინული კონფლიქტია, არის ომი - ნელი ომი, ან ნელი ოკუპაცია, ან გაყინული კონფლიქტი მხარეებს შორის - ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Guardian-თან ინტერვიუში გააკეთა.

საერთაშორისო გამოცემასთან ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბრძოლის ველზე პოზიციის გაძლიერების მიზნით ოკუპანტებს შესვენება სჭირდებათ, რადგან უკეთ გაიგონ, თუ რისი დეფიციტი გააჩნიათ.

მათ ჩვენზე მეტი აღჭურვილობა აქვთ, მაგრამ დეფიციტიც აქვთ - აკლიათ გამოცდილი სამხედროები, საარტილერიო ჭურვები, რაკეტები. ამიტომ ეს პაუზა მათ სარგებელს მოუტანს, ჩვენ რა თქმა უნდა არა. ისინი გაძლიერდებიან და ამის შემდეგ, როგორც ნორმანდიულ ხელშეკრულებებში იყო, ძალას მოიკრებენ და შეეძლებათ ულტიმატუმის წამოყენება - აღიარეთ ყველა ტერიტორია, არ გაწევრიანდეთ ალიანსში [ნატო], დაივიწყეთ ევროინტეგრაცია და ბევრი ასეთი პირობა ექნებათ". აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები