ჯოჯოხეთური სიცხის გამო ინდოეთში ადამიანები იღუპებიან, ცხოველები და ფრინველები გონებას კარგავენ

ინდოეთი ჯოჯოხეთურმა სიცხემ მოიცვა - ზოგიერთ ქალაქში ტემპერატურა +45 გრადუსს აჭარბებს, სიცხისგან ათობით ადამიანი უკვე გარდაიცვალა.
დელიში 29 მაისს დაფიქსირდა რეკორდული სიცხე +52,9 C. BBC-ის იფნრომაციით, სიცხისგან ქალაქში ჩიტები და გარეული მაიმუნები გონებას კარგავენ. გარდა ამისა, წყლის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა იმის გამო, რომ მდინარეები დაშრა, წყლის დეფიციტი იქმნება. ამის გამო დედაქალაქში წყალმომარაგების საჯარო პუნქტები მოეწყო.
ქვეყნის ზოგიერთ რაიონში სწავლა შეჩერებულია, ქუჩები ცარიელია, მაღაზიები დაკეტილია და ხალხი გარეთ გასვლას ერიდება.
უკიდურესად ცხელი ამინდმის გამო უკვე ასამდე ინდოელი დაიღუპა. ინდოეთი ქვეყანაში სიცხისგან დაღუპულთა საერთო რაოდენობას არ აქვეყნებს.
რაჯასტანის უმაღლესმა სასამართლომ, სადაც ყველაზე ცხელ ამინდია, განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ვერ მიიღო ზომები საზოგადოების დასაცავად.
ამ თვეში ასობით ადამიანი დაიღუპა ექსტრემალური სიცხის გამო“, - განუცხადეს სასამართლოს.