რუსული ბელგოროდი ისევ ცეცხლის ალშია - რუსეთი ამტკიცებს, რომ რაკეტები და დრონები გაანდგურა

02.06.24 10:59
რუსული ბელგოროდი ისევ ცეცხლის ალშია - რუსეთი ამტკიცებს, რომ რაკეტები და დრონები გაანდგურა

რუსული ბელგოროდი ისევ ცეცხლის ალში გაეხვა. აგრესორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა "Точка-У"-ს ტიპის რაკეტები და შვიდი დრონი ჩამოაგდეს. მედიაში გავრცელებული ცნობებით, იერიშების შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც. 

სოციალურ მედიაში გავრცელდა ახალი ვიდეო მასალაც, რომელშიც, სავარაუდოდ, უკრაინის მიერ ბელგოროდის მორიგი დაბომბვის კადრებია ასახული. ამ ფონზე ცნობილი ხდება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი სინგაპურში ჩაფრინდა, სადაც  შანგრილას დიალოგში მიიღებს მონაწილებას. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი უკვე შეხვდა ამერიკის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს.

მსგავსი სიახლეები