რუსი სამხედრო მოსამსახურეების ცოლების პროტესტი მოსკოვში - ქალები ფრონტიდან მეუღლეების დაბრუნებას ითხოვენ

03.06.24 16:16
რუსი სამხედრო მოსამსახურეების ცოლების პროტესტი მოსკოვში - ქალები ფრონტიდან მეუღლეების დაბრუნებას ითხოვენ

მოსკოვში, თავდაცვის სამინისტროს შენობასთან აქციაზე მობილიზებულთა ცოლები გამოვიდნენ. ისინი თავდაცვის მინისტრ ანდრეი ბელოსუვთან შეხვედრას ითხოვენ. შეკრებილები ამბობენ, რომ მათი მეუღლეები ომში უკვე საკმაო ხანს არიან და სახლში დაბრუნებას იმსახურებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ არხი Astra ავრცელებს. 

"გვინდა, რომ ახალმა მინისტრმა მოგვისმინოს, რომ შეგვხვდეს და ჩვენი პრობლემის მოგვარება დაიწყოს“, - ამბობენ ქალები. აქციის მონაწილეებმა ასევე განაცხადეს, რომ მათ თავდაცვის სამინისტროს შენობასთან უცნობი პირები ვიდეოს უღებდნენ. ტელეგრამის არხი აღნიშნავს, რომ დეპარტამენტის შენობასთან უკვე გამოჩნდა ავტომობილი, რომელშიც დაკავებულებს ათავსებენ. პარალელურად, ღონისძიებას ესწრებიან ბავშვები.

აღსანიშნავია ასევე, რომ 31 მაისს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რუსი სამხედრო მოსამსახურეების ცოლებისა და ნათესავების მოძრაობა „სახლის გზა“ უცხო აგენტებად გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები