ოკუპანტებმა დნიპრო დაბომბეს - დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც

ოკუპანტებმა დნიპრ დაბომბეს. დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ სერგეი ლისაკმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა 2 რაკეტა ჩამოაგდეს, მაგრამ ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, გაჩნდა ხანძარი და დაშავდა ადგილობრივი მოსახლეობა.
დაშავებულებს შორის არიან ბავშვები. 1 თვის ბიჭის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მკურნალობენ ამბულატორიულად. 17 წლის ბიჭი სტაციონარში საშუალო სიმძიმის მდგომარეობაშია“, - წერს სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი.
მისივე თქმით, დაშავებულია 68 წლის მამაკაცი და სამი ქალი - 32, 36 და 56 ასაკის. ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ აფეთქების შედეგად ათეულობით მანქანა დაზიანდა, ჩაიმსხვრა კერძო სახლების, მაღლივი კორპუსებისა და საავადმყოფოს მინები.