პუტინი საზოგადოების წინაშე ჯავშანჟილეტით ჩნდება - რუსული მედია

05.06.24 10:54
პუტინი საზოგადოების წინაშე ჯავშანჟილეტით ჩნდება - რუსული მედია

რუსეთის სადაზვერვო სამსახურებმა რუსეთის დიქტატორის, ვლადიმერ პუტინის უსაფრთხოების მანამდე უპრეცედენტო მაღალი დონე კიდევ უფრო გააძლიერეს. განსაკუთრებით კი გარე ღონისძიებებზე.

ამის შესახებ The Moscow Times კრემლთან დაახლოებულ ორ რუს ჩინოვნიკზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის თანამოსაუბრემ არაერთხელ ნახა პუტინი პირადად მისი საჯარო ღონისძიებების დროს და აღნიშნა, რომ დიქტატორმა ჯავშანჟილეტის ტარება ჯერ კიდევ 2023 წელს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის რეკომენდაციით დაიწყო.

„წელს, 9 მაისს, აღლუმის დროს მეთაურს ფარული ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა და ეს სიფრთხილე, ვფიქრობ, სწორია“, - თქვა ერთ-ერთმა რუსმა ჩინოვნიკმა.

ოფიციალურად, თავად პუტინი მისი უსაფრთხოების ზომების გაზრდას უარყოფს

მსგავსი სიახლეები