ბიძინა და მისი ახლობლები მზად არიან გააკეთონ ყველაფერი, რომ დარჩნენ ხელისუფლებაში, არჩევნებზე გაყალბება წარმოუდგენლად მაღალი იქნება - კრამონი

05.06.24 12:01
ბიძინა და მისი ახლობლები მზად არიან გააკეთონ ყველაფერი, რომ დარჩნენ ხელისუფლებაში, არჩევნებზე გაყალბება წარმოუდგენლად მაღალი იქნება - კრამონი

ვიოლა ფონ კრამონი ივანიშვილის გუნდს ძალაუფლების დაკარგვის შიშში ადანაშაულებს - ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ "X"-ზე წერს, რომ საქართველოს მმართველი პარტია ყველანაირ ნაბიჯს დგას იმისთვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს.

კრამონი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც საუბრობს და აცხადებს, რომ მოახლოებული არჩევნები არასამართლიანად ჩატარდება. 

"ქართული ოცნების" ყველაზე დიდი შიში არჩევნებში დამარცხებაა. ამის გამო ბიძინა და მისი ახლობლები მზად არიან გააკეთონ ყველაფერი, რომ დარჩნენ ხელისუფლებაში. ასე რომ, მომავალი არჩევნებისთვის გაყალბების დონე წარმოუდგენლად მაღალი იქნება". - წერს კრამონი.

მსგავსი სიახლეები