ჯო ბაიდენი საფრანგეთში ჩავიდა

05.06.24 12:48
ჯო ბაიდენი საფრანგეთში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საფრანგეთში ჩავიდა - "Reuters"-ის ინფორმაციით, ბაიდენი ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება.

როგორც საერთაშორისო მედია წერს, აშშ-ის პრეზიდენტი საფრანგეთში ხუთ დღეს გაატარებს და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება.

ამასთან, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრის სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი ნორმანდიაში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.