ნიღბები ჩამოხსნილია, [რუსული] კანონი არის მიმართულების შეცვლის სიმბოლო და ის მოიტანს შედეგებს - ცაჰკნა
საქართველოში განვითარებული მოვლენები მსოფლიო ლიდერების ყურადღების ცენტრშია - ამჯერად ივანიშვილის გუნდის ინიციატივის დამტკიცებას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება.
მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელ "X"-ზე წერს, რომ რუსული კანონით საქართველო ევროპის დიდ ოჯახს შორდება.
ნიღბები ჩამოხსნილია. უცხოური აგენტების კანონით საქართველო მიდის არა ევროკავშირისკენ, არამედ პირიქით.
კანონი არის მიმართულების შეცვლის სიმბოლო და ის მოიტანს შედეგებს. ეს არის ის, რასაც ხაზს ვუსვამდი საუბრისას" - წერს დიპლომატი.