საქართველოს ხელისუფლება ოლიგარქის მარიონეტია - როთი

05.06.24 13:35
საქართველოს ხელისუფლება ოლიგარქის მარიონეტია - როთი

"აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ოლიგარქის მარიონეტია" - ამის შესახებ განცხადება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა გააკეთა.

ევროპელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელ "X"-ზე დაწერა, რომ რუსული კანონის მიღებით ივანიშვილის გუნდმა ქართველ ხალხს "შეურაცხყოფა მიაყენა და უნდობლობა გამოუცხადა".

საქართველოს ხელისუფლება უნდობლობას უცხადებს საკუთარ ხალხს და აყენებს შეურაცხყოფას. ქუჩებში თავისუფალი ევროპული საქართველოსთვის გამოსული ქართველები „უცხო ძალების“ მარიონეტები კი არა, არამედ მამაცი დემოკრატები არიან.

აშკარაა, რომ ხელისუფლება ოლიგარქის მარიონეტია." - წერს როთი.

მსგავსი სიახლეები