"უნდა იცოდეთ, რას ეთამაშებით" - ვლადიმერ პუტინი იმუქრება

06.06.24 09:59
"უნდა იცოდეთ, რას ეთამაშებით" - ვლადიმერ პუტინი იმუქრება

ვლადიმერ პუტინი იმუქრება - რუსი დიქტატორი დასავლეთის გადაწყვეტილებამ, რომ მიაწოდონ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, წყობიდან გამოიყვანა.

ომის სამხედრო დამნაშავედ წოდებული პუტინი იმუქრება, რომ მოსკოვიც მიაწვდის მსგავს იარაღს სხვა ქვეყნებს დასავლეთის სამიზნე დარტყმისთვის.

პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის იარაღით დახმარება ომში უშუალო მონაწილეობას ნიშნავს და ფაქტს ძალიან სერიოზულ პრობლემას უწოდებს. 

"უნდა იცოდეთ რას ეთამაშებით" - ამბობს აგრესორი ქვეყნის უცვლელი პრეზიდენტი.