შეტევა რუსულ ქალაქზე - პარალიზებულია ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

06.06.24 10:05
შეტევა რუსულ ქალაქზე - პარალიზებულია ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

კიდევ ერთი შეტევა რუსულ ქალაქზე და კიდევ ერთი პარალიზებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.

ქალაქ ნოვოშახტინკის უმსხვილეს საწარმოზე იერიში დრონებით მიიტანეს. ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მთელი ღამის განმავლობაში 120 მეხანძრე- მაშველი მუშაობდა.

ხანძრის ლოკალიზება მხოლოდ გამთენიისას მოხდა, რადგან როსტოვის ოლქში ერთიმეორის მიყოლებით რამდენიმე შეტევა მოხდა.

ცნობისთვის, ნოვოშახტინსკი უკრაინის ლუგანსკის ოლქს ესაზღვრება, სადაც ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობდა.