სარკინიგზო ავარია ჩეხეთში - დაღუპულია ოთხი ადამიანი

06.06.24 10:26
სარკინიგზო ავარია ჩეხეთში - დაღუპულია ოთხი ადამიანი

სარკინიგზო ავარია ჩეხეთში - უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 20-მდე კი დაშავდა.

შემთხვევა ქალაქ პარდუბიცში მოხდა. ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ.

ადგილობრივი მედია წერს, რომ სამგზავრო მატარებელში 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ვერსიით, კატასტროფის მიზეზი მემანქანის შეცდომა გახდა.

მსგავსი სიახლეები