სომხეთში, აფეთქების შედეგად, შვიდი ადამიანი დაშავდა
სომხეთში, დედაქალაქ ერევანთან ახლოს, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, ორის მდგომარეობას მედიკოსები მძიმედ აფასებენ, მათ ახლა რეანიმაციულ ბლოკებში მკურნალობენ - ინფორმაციას მედია საშუალებები ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
სომხეთისს შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ თხევადი აირის ბალონია. ხანძრის ქრობის პროცესში ათობით მეხანძრე მაშველი იყო ჩართული.