ოკუპანტებმა კიევს დრონებით შეუტიეს

07.06.24 10:20
ოკუპანტებმა კიევს დრონებით შეუტიეს

ოკუპანტებმა ღამით უკრაინის დედაქალაქს დრონებით შეუტიეს. მუშაობდა საჰაერო თავდაცვა. ინფორმაციას კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

მტერი მთელი ღამის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით უტევდა ტერიტორიას. განგაში ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდა, - განაცხადა კრავჩენკომ.

იერიშების შეეგად ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კიევზე საჰაერო იერიში 00:55 საათზე დაიწყო და  04:55-მდე გაგრძელდა.