სიმონიანს, სოლოვიოვს და სხვა რუს პროპაგანდისტებს უფლებადამცველებმა ჰააგაში უჩივლეს

რუს პროპაგანდისტებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში უჩივლეს. ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაცია, პუტინის მსახურებს უკრაინის მიმართ სიძულვილის გაღვივებაში ადანაშაულებს. სიაში მარგარიტა სიმონიანი, დიმიტრი მედვედევი, ვლადიმერ სოლოვიოვი და სერგეი მარდანი არიან.
სარჩელში საუბარია პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირად პასუხისმგებლობაზეც. სწორედ ალექსეი გრომოვი მიიჩნევა ადამიანად, ვისი უშუალო დავალებითაც, პროპაგანდისტული მასალების გავრცელება ხდება. მომჩივანი ორგანიზაცია ჰააგის სასამართლოს საპატიმრო ორდენების გამოცემის მოთხოვნით მიმართავს.