გასულ ღამეს უკრაინელებმა ოკუპანტების 48 დრონი და ყველა რაკეტა გაანადგურეს

07.06.24 10:30
გასულ ღამეს უკრაინელებმა ოკუპანტების 48 დრონი და ყველა რაკეტა გაანადგურეს

გასულ ღამეს ოკუპანტები უკრაინაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს 5 ფრთოსანი რაკეტით და Shahed-131/136 ტიპის 53 დრონით დაესხნენ თავს, უკრაინელებმა ყველა რაკეტა და 48 დრონი განადგურეს, - ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებენ.

„საზენიტო ბრძოლის შედეგად დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, კიროვოგრადის, ნიკოლაევის, ხერსონის, ოდესის, ხარკოვის, კიევისა და ხმელნიცკის ოლქებში 48 უპილოტო საფრენი აპარატი და Х-101/Х-555 ტიპის 5 ფრთოსანი რაკეტა განადგურდა“, - აცხადებენ საჰაერო ძალებში.

მსგავსი სიახლეები