რუსეთი საფრთხეა საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და საბოლოოდ ნატოსთვის - პისტორიუსი

07.06.24 10:55
რუსეთი საფრთხეა საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და საბოლოოდ ნატოსთვის - პისტორიუსი

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ 

პუტინი უკრაინის საზღვრებზე არ გაჩერდება და რომ რუსეთი საფრთხეა საქართველოსთვის, მოლდოვისთვისა და საბოლოოდ ნატოსთვის. როგორც უკრაინული მედია წერს, ამ თემაზე მან გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

"საბოლოოდ, რუსეთიც საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის, მოლდოვასა და საბოლოოდ ნატოსთვის. ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, ქალბატონებო და ბატონებო. ჩვენი მხარდაჭერის შეწყვეტას მოჰყვება ფატალური შედეგები, განსაკუთრებით, მაგრამ არა მხოლოდ უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის", - თქვა მან.

 

მსგავსი სიახლეები