შვეიცარია უკრაინას ციფრული სერვისების განსავითარებლად 65 მლნ დოლარს გამოუყოფს

შვეიცარია უკრაინას ციფრული სერვისების განსავითარებლად 65 მლნ დოლარს გამოუყოფს - დაფინანსება ომით დაზარალებულ რეგიონებში განხორციელებულ პროექტებს მოხმარდება.
შვეიცარიის მთავრობის განცხადების თანახმად, ომში ჩართული ქვეყანა თანხას 4 წლის განმავლობაში მიიღებს.
ამ გზით, შვეიცარია ხელს უწყობს უკრაინაში დემოკრატიულ რეფორმებს დიგიტალიზაციის გზით და ამავდროულად ზრდის სამთავრობო სერვისების გამჭვირვალობას. ორივე სფერო გადამწყვეტია უკრაინის აღდგენისთვის", - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში