ბირთვული იარაღის გამოყენების საჭიროება არ არსებობს - პუტინი

ვლადიმერ პუტინი სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით წარსდგა - რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების საჭიროების წინაშე არ დგას.
ომის სამხედრო დამნაშავედ წოდებული პუტინი ამბობს, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გარეშეც უწევს წინააღმდეგობას მტერს, ამიტომ მისი თქმით, "ამ თემის განხილვა საჭიროც არ არის."
ასეთი იარაღის გამოყენება შესაძლებელია გამონაკლის შემთხვევაში – ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შემთხვევაში. არ მგონია, რომ ახლა ეს შემთხვევა იყოს. ასეთი საჭიროება არ არსებობს“, – განაცხადა პუტინმა.