ჯიმ ო'ბრაიენი 10 ივნისს ერევანში ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენი ორშაბათს, 10 ივნისს, ერევანში ჩავა - ინფორმაციას ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.
ჟურნალისტი წერს, რომ მისი ვიზიტის მიზანია "წარიმართოს აშშ-სომხეთის სტრატეგიული დიალოგი, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი განიხილონ და შემდეგი ნაბიჯები დაგეგმონ".