საფრანგეთი უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმარება - მაკრონმა და ზელენსკიმ შეთანხმება გააფორმეს

08.06.24 10:38
საფრანგეთი უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმარება - მაკრონმა და ზელენსკიმ შეთანხმება გააფორმეს

საფრანგეთი უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმარება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს. პარიზი კიევს 200 მილიონიანი ფონდის შექმნის პირობას აძლევს.  

200 მილიონიდან 60 მილიონი უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მოწესრიგებას მოხმარდება. შეთანხმების მიხედვით, საფრანგეთიდან ომში მყოფ ქვეყანაში ტექნიკური ექსპერტები ჩავლენ და სხვასხვა უწყებებს საკუთარი ცოდნის გაზიარების გარდა, ტექნიკური საკითხების მოგვარებაში დაეხმარებიან.