რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ჩრდილოეთ ოსეთის თავზე დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ 8 ივნისს რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე 27 დრონი ჩამოაგდეს.
უწყების ცნობით, დრონები ჩრდილოეთ ოსეთის, კრასნოდარის, ასტრახანის, ბელგოროდის, ბრიანსკის, როსტოვისა და ტულას რაიონებში დაფიქსირდა.
რუსეთი განხორციელებულ თავდასხმაში უკრაინის მხარეს ადანაშაულებს.
ცნობისთვის, ომის დაწყების შემდეგ, ჩრდილოეთ ოსეთი პირველად გახდა სამხედრო თავდასხმის სამიზნე. რესპუბლიკის მეთაური სერგეი მენიაილო აცხადებს, რომ თვითმფრინავების სამიზნე მოზდოკში სამხედრო აეროდრომი იყო. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.