რუსეთმა უკრაინის ყოფილი პრემიერი, იულია ტიმოშენკო ძებნილთა სიაში შეიყვანა

08.06.24 14:10
რუსეთმა უკრაინის ყოფილი პრემიერი, იულია ტიმოშენკო ძებნილთა სიაში შეიყვანა

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იულია ტიმოშენკო რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა.

უწყება არ აკონკრეტებს მიზეზს, თუ რატომ გამოაცხადეს მასზე ძებნა.

რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, იულია ტიმოშენკოზე ძებნა გამოცხადდა," - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთმა ტიმოშენკოზე ძებნა, პირველად 2004 წელს, "მაღალი თანამდებობის პირებისთვის ქრთამის მიცემის" ბრალდებით გამოაცხადა. 2005 წელს საქმე, სავარაუდოდ, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო დაიხურა.

მსგავსი სიახლეები