IDF-მა ღაზაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 4 ადამიანი გაათავისუფლა

08.06.24 15:30
IDF-მა ღაზაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 4 ადამიანი გაათავისუფლა

The Times of Israel-ის ინფორმაციით, ისრაელის ჯარებმა ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" ტყვეობიდან ოთხი მძევალი გადაარჩინეს.

საერთაშორისო გამოცემა წერს, რომ IDF-მა სპეცოპერაცია "ჰამასის" ორ ობიექტზე ჩაატარა, რომლებიც ღაზის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.

გადარჩენილი მძევლები არიან: ნოა არგამანი, ალმოგ მეირ ჯანი, ანდრეი კოზლოვი და შლომი ზივი.

როგორც ცნობილია, რომ პირველადი სამედიცინო შემოწმებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გათავისუფლებული მძევლები შემოწმების მიზნით თელ ჰაშომერის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ტყვეები "ჰამასის" ტერორისტებმა 7 ოქტომბერს, სუპერნოვას მუსიკალური ფესტივალიდან გაიტაცეს