"მხოლოდ ფული და ძალაუფლება სურთ" - "ოცნების" მოკავშირე ორბანი დასავლელ ლიდერებს აკრიტიკებს და რუსეთს იცავს

09.06.24 10:23
"მხოლოდ ფული და ძალაუფლება სურთ" - "ოცნების" მოკავშირე ორბანი დასავლელ ლიდერებს აკრიტიკებს და რუსეთს იცავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა და "ოცნების" მოკავშირე ვიქტორ ორბანმა დასავლელ ლიდერებს აკრიტიკებს, რადგან მისი თქმით, მათ რუსეთის სამხედრო გზით დამარცხება სურთ. ორბანი ამტკიცებს, რომ დასავლელი ლიდერების მთავარი მიზნები მხოლოდ „ძალაუფლება და ფულია“, იუწყება HirTV.

დასავლურ ლიდერებს, რომლებიც ომის გზაზე დგანან, სურთ რუსეთის სამხედრო გზით დამარცხება, მათი გენიალური გეგმა აბსოლუტურად მარტივია, რადგან ეს ეხება ფულს, რომელიც იძლევა გავლენას და ძალაუფლებას“, - თქვა უნგრეთის პრემიერმა.

ორბანის მტკიცებით, ტოტალური ძალაუფლების გამო დასავლეთს სურს, ევროპა 90-იან წლებში დააბრუნოს,  მაგრამ ამჟამინდელი არჩევნების (ევროპარლამენტის არჩევნები - რედ.) მთავარი საკითხია: ომი თუ მშვიდობა. გარდა ამისა, ორბანმა დასძინა, რომ ომი ადამიანის გადაწყვეტილებების შედეგია და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ლიდერებს აირჩევს მოსახლეობა.

მსგავსი სიახლეები