ევროპარლამენტის არჩევნები დღეს დასრულდება

09.06.24 12:55
ევროპარლამენტის არჩევნები დღეს დასრულდება

ევროპარლამენტის არჩევნები დღეს დასრულდება. ამომრჩევლები ევროკავშირის წევრ 27-ვე ქვეყანაში არჩევნებზე მისვლას დღის ბოლომდე შეძლებენ. მოქალაქეებმა ევროპარლამენტის 720 დეპუტატი უნდა აირჩიონ. 

ევროკავშირის სახელმწიფოებში, საერთო ჯამში, დაახლოებით 370 მილიონი ამომრჩეველია. ყველამ უნდა გამოიყენოს პროპორციული წარმომადგენლობითი სისტემა - სადაც პარლამენტში არჩეული დეპუტატების რაოდენობა პირდაპირ კორელაციაშია იმ ხალხის პროცენტთან, ვინც მათ მისცა ხმა.

მსგავსი სიახლეები