ინდონეზიაში გიგანტურმა პითონმა ქალი შეჭამა

09.06.24 14:12
ინდონეზიაში გიგანტურმა პითონმა ქალი შეჭამა

ინდონეზიაში გიგანტურმა პითონმა ქალი შეჭამა. მისი ცხედარი ქვეწარმავლის მუცელში მეორე დღეს იპოვეს.

BBC-ის ცნობით, ქალი ტყეში, სახლიდან არც თუ ისე შორს, ბაზრისკენ მიმავალ გზაზე გაუჩინარდა. ქალის ქმარი მაშინ შეშფოთდა, როცა მეუღლე ღამით არ დაბრუნდა და მისი ძებნა დაიწყო. მეორე დღეს მათ ბუჩქში 6 მეტრიანი პითონი აღმოაჩინეს, რომელსაც მუცელი უჩვეულოდ ჰქონდა გაბერილი. სოფლის მაცხოვრებლებმა ცხოველი გაჭრეს და ქალი გველის მუცელში იპოვეს.

იმ დღეს მასთან რომ ვყოფილიყავი, პითონი მას ვერ შეჭამდა, წარმოდგენაც კი მიჭირს, რა ტანჯვა მოუწია, ძალიან მეცოდება ჩემო ოჯახი, - თქვა გარდაცვლილის ქმარმა, რომელისც 4 შვილთან ერთად მარტო დარჩა.

მსგავსი სიახლეები