ბელგიის პრემიერ მინისტრი ალექსანდრ დე კრო თანამდებობიდან გადადგა
არჩევნებში წაგების შემდეგ ბელგიის პრემიერ მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ (პარტია Open Vld) თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.
ბრიუსელის გაზეთ Le Soir-ის ცნობით, შესამჩნევად შეძრწუნებულმა პოლიტიკოსმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე თვალცრემლიანმა ისაუბრა. მის გამოსვლას აპლოდისმენტები და ოვაციები მოჰყვა.
განსაკუთრებით მძიმე საღამო იყო ჩვენთვის, წავაგეთ. ხვალიდან პრემიერის პოსტს დავტოვებ. მაგრამ ლიბერალები ძლიერები არიან, ჩვენ დავბრუნდებით", - განაცხადა მან.
ეროვნულ არჩევნებზე მისმა პარტიამ ღია ფლამანდური ლიბერალები და დემოკრატები ხმების 5,6%, N-VA მიიღო, (ახალი ფლამანდური ალიანსი) - 17,4%, ხოლო VLAAMS BELANG (Vlemish Interest) 14,4%.