არ ვცნობთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ საპარლამენტო არჩევნებს - შვედეთის საგარეო

10.06.24 18:32
არ ვცნობთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ საპარლამენტო არჩევნებს - შვედეთის საგარეო

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს შვედეთი არ ცნობს.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ "X"-ზე წერს, რომ შვედეთი მხარს უჭერს და აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

შვედეთი არ ცნობს, ე.წ. "საპარლამენტო არჩევნების" ჩატარებას, საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში. შვედეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”. - წერს შვედეთის საგარეო.

ოკუპირებული ცხინვალის არაღიარებული რეჟიმი ეგრეთწოდებულ საპარლამენტო არჩევნებს ატარებს. საარჩევნო უბნები 9 ივნისს, დილიდან გაიხსნა მოსკოვსა და ვლადიკავკაზშიც. პროცესში, რომლის ლეგიტიმაციაც წინასწარვე სადავოა, ჯამურად 7 პოლიტიკური პარტია იღებს მონაწილეობას. დაწესებულია ბარიერიც. იმისთვის, რომ პარტია ეგრეთწოდებულ პარლამენტში მოხვდეს, მას 7%-ანი ბარიერის გადალახვა მოუწევს.

კიდევ ერთი პირობის მიხედვით კი არჩევნების ცნობისთვის საჭიროა კენჭისყრაში მონაწილეობა 50 პროცენტს პლუსს ერთმა მომრჩეველმა მიიღოს მონაწილეობა. საარჩევნო სიებში ჯამში 29 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში მონაწილეობის უფლება კი არ მისცეს პარტია "სამართლიანობისთვის". ამ პარტიის ლიდერებს დავით სანაკოევს, გარი მულდაროვსა და ძამბოლათ მედოევს რუსეთმა ცოტა ხნის წინ მოქალაქეობა ჩამოართვა.

მსგავსი სიახლეები